ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი მეცნიერის ბედი


ირანელი მეცნიერის ბედი
ირანელი მეცნიერის ბედი

თეირანი შეერთებულ შტატებს ახლ ბრალდებას უყენებს. ამის მიზეზი ირანელი მეცნიერია, რომელიც ირანის ხელისუფლების განცხადებით, ამერიკის სპეცსამსახურებმა მოიტაცეს. ამჟამად მეცნიერმა თავი შეაფარა ვაშინგტონში პაკისტანის საელჩოს, რომელიც შეერთებულ შტატებში ირანის ინტერესებს წარმოადგენს. მეცნიერი სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს. თეირანის ინფორმაციით, ირანელი მეცნიერი შაჰრამ ამირი საუდის არაებთში სალოცავად იყო წასული, საიდანაც ის შეერთებული შტატების დაზვერვის აგენტებმა მოიტაცეს. შაჰრამ ამირი ბირთვული საკითხების სპეციალისტი იყო. ის ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში მუშაობდა. ამ უწყებას შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა ქვეყნები ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ, რასაც თეირანი კატეგორიულად უარყოფს. თეირანში ვარაუდობენ, რომ ირანელმა მეცნიერმა გაქცევა და პაკისტანის საელჩოსთვის თავის შეფარება მოახერხა. შეერთებული შტატები ირანის ამ ბრალდებას უარყოფს. საქმეში უფრო მეტი ბუნდოვანება გავცრელებულმა ვიდეო კადრებმა შეიტანა. ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელიც ირანის ტელევიზიამ გასულ თვეს გაავრცელა, ადამიანი, რომელიც თავს თავს შაჰრამ ამირს უწოდებს, ამბობს, რომ მან ამერიკის დაზვერვისგან გაქცევა შეძლო და ამჟამად იმალება. ამის შემდეგ კიდევ ორი ვიდეო გავრცელდა. ერთ-ერთ მათგანში ამირი აღნიშნავს, რომ ის შეერთებული შტატების სამსახურებმა მოიტაცეს. ხოლო მეორე ჩანაწერში კი აცხადებს, რომ ამერიკაში სამედიცინო ფიზიკის შესასწავლად ჩავიდა და ბირთვულ კვლევებთან არანაირი კავშირი არ ქონია.

XS
SM
MD
LG