ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა დევნილ ირანელებზე


ერაყში ბანაკ „თავისუფლებაზე“ იერიშში ორგანიზაცია „სახალხო მოჯაჰედების“ წევრები დაიღუპნენ

ერაყის ოფიციალური წყაროების ცნობით, ირანელი დევნილი დისიდენტების ბანაკზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. სულ ცოტა 5 ადამიანია დაღუპული და 40-მდე დაშავებული.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ამის თაობაზე განცხადება გააკეთა. მან მოუწოდა ერაყის ოფიციალურ პირებს გამოიძიონ მომხდარი, ხოლო თავდამსხმელებმა სასამართლოს წინაშე უნდა აგონ პასუხი. ამ დროისათვის პასუხისმგებლობა არავის აუღია.
XS
SM
MD
LG