კორუფციის და მექრთამეობის ბრალდებით, ირანის პრეზიდენტის ჰასან როჰანის ძმას სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჰუსეინ როჰანი პრეზიდენტის ძალიან ვიწრო წრის წარმომადგენელი იყო და მას ოპოზიციამ მეტსახელად კორუფციის "თვალი და ყური" შეარქვა. მისი გასამართლება "ფინანსური კორუფციის ბრალდებით" ორი წლის წინ, ირანის 46-მა კანონმდებელმა მოითხოვა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, გასამართლებულ ჰუსეინ როჰანის ახალი ბრალდებები დაემატოს. სააგენტო "ფარსის" ინფორმაციით, ის დიდძალ თანხას სძალავდა კერძო პირებს და ქრთამად აძლევდა ირანის ბანკებს და ეკონომიკის სხვა გავლენიანი სექტორის წარმომადგენლებს.
Facebook Forum