ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანს ინსპექტორები კვლავ ეწვევიან


ირანს ინსპექტორები კვლავ ეწვევიან

გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს უფროსი ინსპექტორის განცხადებით, ჯერ კიდევ უამრავი სამუშაოა ირანთან დარჩენილი. სააგენტოს სპეციალისტები სამი დღის განმავლობაში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ირანის ბირთული პროგრამის შესახებ. ჰერმან ჰაკაერცის განცხადებით, ორივე მხარემ აიღო ვალდებულება მნიშვნელოვანი საკითხების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის შესახებ. უახლოეს მომავალში გაეროს ბირთვული ენერგის ინსპექტორები ირანს კიდევ ერთხელ ეწვევიან. თავად თეირანმა გუშინ გამართულ მოლაპარაკებებს „კონსტრუქციული“ უწოდა. ირანული მედის ცნობით, ინსპექტორებს არ მოუნახულებიათ ბირთვული ობიექტები და მათ მხოლოდ ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრეს.

XS
SM
MD
LG