ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკება ყაზახეთში


საერთაშორისო ექვსეული და ირანის წარმომადგენლების შეხვედრა

ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ირანს საერთაშორისო მოლაპარაკების გამოყენება სურს, რათა ამით ბირთვული პროგრამა პოლიტიკური ბერკეტით გადაფაროს. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი პემ დოკინსი არკვევდა.

ალექს ვატანკა ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ ირანს უამრავი შესაძლებლობა ქონდა, რომ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთვის აეხსნა მისი ბირთვული პროგრამის ირგვლივ განვითარებული სიტუაცია. თუმცა, ვატანკა ფიქრობს, რომ ირანის პასიურობა თეირანის პოლიტიკით იყო განპირობებული. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ირანი თავის ბირთვულ პროგრამას დასავლეთის სახელმწიფოებზე ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებს.
„ისმის შეკითხვა, თუ რატომ აკეთებენ ამას და რა არის ამის ფასი? არა იმიტომ, რომ მათ მომავალი თაობებისთვის ელექტროენერგია სურს. უბრალოდ ეს პოლიტიკის საკითხია,“ - ამბობს ვატანკა.
ემანუელ ოთოლენღი დემოკრატიების დაცვის ფონდის ანალიტიკოსია. ისიც ამბობს,რ ომ ირანის ბირთვული პროგრამა პოლიტიკური საკითხია.
„ირანის რეჟიმმა მისივე თქმით მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა აწარმოა და დღემდე მის მოსახლეობას დამატებითი ელექტროენერგია არ აქვს,“ - აცხადებს ოთოლენღი.
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ბოლო მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ირანმა იმ ადგილზე სადაც ურანის გამდიდრება ხდება, თანამედროვე ტექნოლოგიები განათავსა. ეს კი ურანის გამდიდრების პროცესის დაჩქარების საშუალებას იძლევა. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი მალე მიაღწევს იმ დონეს, როდესაც ბირთვული იარაღის წარმოებას შეძლებს. თუმცა თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ანალიტიკოსი ოთოლენღი ამბობს, ირანი ახლახანს დაწყებულ საერთაშორისო მოლაპარაკებაზე ამის დამტკიცებას შეეცდება. მოლაპარაკება „ხუთს პლუს ერთი“ ფორმატით იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანის პირისპირ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია არიან წარმოდგენილი.
„ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ, რომ ირანი მოლაპარაკებას დროსი მოგებისთვის იყენებს, ასევე ის ცდილობს მიაღწიოს უთანხმოებას საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს შორის. რასაკვირველია, ერთ მხარეს არიან ჩინეთი და რუსეთი, ხოლო ამერიკა და ევროპა კი მეორე მხარეს,“ - აცხადებს ოთოლენღი.
გუშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ლონდონში განაცხადა, რომ ირანს მოლაპარაკებისთვის შეზღუდული დრო გააჩნია. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას სურს, რომ ირანს სწორი გამოსავლის პოვნაში დაეხმაროს.
XS
SM
MD
LG