ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის პრეზიდენტი ერაყშია


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი სამ-დღიანი ვიზიტით ერაყში ჩავიდა, მეზობელ ქვეყანასთან „კავშირების გაფართოების“ მიზნით. მისი განრიგი მოიცავს ერაყის პრეზიდენტ ბარჰამ სალისთან, ასევე პრემიერ მეჰდისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრას.

2013 წელს პრეზიდენტად არჩევიდან, ეს როჰანის პირველი ვიზიტია ერაყში. ამ ეტაპზე თეირანს სურვილი აქვს ვაჭრობა გაზარდოს ერაყთან, და ამით ერთგვარად მონახოს გზა, რათა თავი დააღწიოს აშშ-ის მხრიდან დაწესებულ სანქციებს.

როჰანის ვიზიტის მოსამზადებელ ეტაპზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა მოლაპარაკებები გამართა თეირანში და მან მაშინვე თქვა, რომ ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, ირანის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პოლიტიკურ სფეროსა და ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა საკითხების შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG