ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი პროკურორი 2 ამერიკელის გასამართლებას ითხოვს


ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, პროკურატურამ მოითხოვა, სამი ამერიკელის სასამართლო პროცესის, რომლებსაც ბრალად ჯაშუშობა ედებათ, უახლოეს მომავალში ჩატარება.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ირნას ცნობით, პროკურორ აბას ჯაფარი დოულატაბადის განცხადებით, საქმის დოკუმენტაცია და საბრალდებო ოქმი დღეს უკვე იმ სასამართლოს გადაეგზავნა, რომელმაც ამერიკელების წინააღმდეგ საქმე აღძრა.

პროკურორის განცხადებები, ერთ-ერთი დაკავებული ამერიკელის გათავისუფლებას მოსდევს. 500 000 დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ, ის თითქმის ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ ამერიკაში გაემგზავრება.

გათავისუფლებული სარა შურდის განცხადებით:

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას მთელს მსოფლიოში, ადამიანებს ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, კონკრეტულად ირანის პრეზინდენტ მაჰმუ აჰმადინეჟადს და ირანელ კანონმდებლებს, ასევე სასულიერო პირებს და ჰუმანიტარულ მისიებს.”

XS
SM
MD
LG