ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფერენცია ირანში


ირანში 120 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ე.წ. მიუმხრობელი ქვეყნების მოძრაობის კონფერენცია „ნამი“ (NAM) თეირანში დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ გახსნა. მან კონფერენციის დამსწრეებს მოუწოდა წინ აღუდგნენ დასავლეთის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რომელთა მიზანს ირანის მიერ ბირთვული პროგრამის წარმოებისთვის ხელის შეშლა წარმოადგენს.

სალეჰიმ ასევე ისაუბრა ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობაზე, განსაკუთრებით კი - სახელმწიფოების მიერ ორგანიზებულ ტერორზე. მან ბრიტანეთის და ისრაელის საიდუმლო სამსახურები 4 ირანელი მეცნიერის მკვლელობაში დაადანაშაულა. ხუთდღიან კონფერენციაზე დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი სირიაში მიმდინარე კრიზისიც იქნება.
XS
SM
MD
LG