ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საემიროებს სტუმრობს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საემიროებს სტუმრობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ალი აქბარ სალეჰი დღეს არაბეთის გაერთიანებული საემიროების ოფიციალურ პირებს ხვდება. დიალოგის მთავარი თემა ირანსა და სპარასეთის ყურის ქვეყნებს შორის მზარდი დაძაბულობის განეიტრალებაა. როგორც ცნობილია, არსებული უთანხმოებები ბაჰრეინის საკითხს უკავშირდება. ირანი, რომელიც შიიტური სახელმწიფოა, მკაცრად აკრიტიკებს ბაჰრეინის სუნიტი ლიდერების მცდელობას, რაც შიიტი ოპოზიციის პროტესტის ჩახშობას უკავშირდება. ბაჰრეინის ხელისუფლებამ პროტესტის გაძლიერების შემდეგ ქვეყანაში საგანგებო-სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და სუნიტი მეზობელი სახელმწიფოებიდან დამატებითი სამხედრო ნაწილები შეიყვანა. გასულ კვირას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ომანს და კატარს ეწვია.

XS
SM
MD
LG