ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მზად არის


Ruins of a building in a village near the city of Varzaqan in northwestern Iran, after an earthquake, Aug. 13, 2012.

სახელმწიფო მედია ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ მუჰამედ რეზა რაჰიმს ციტირებს, რომელიც საერთაშორისო დახმარებაზე უარს აღარ ამბობს.

რამდენიმე ხნის წინ თეირანმა შეერთებული შტატების, გერმანიის, რუსეთის, თურქეთის და სხვა ქვეყნების შეთავაზება უარყო, რომლებიც მიწისძვრით დაზარალებულებს დახმარებას სთავაზობდნენ. ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ ადრეული განცხადებით ქვეყანა სტიქიური უბედურებით მიყენებულ ზარალს თავს ართმევს და მას უცხო ქვეყნების დახმარება არ ესაჭიროება.

ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარ მიწისძვრას 300 ადამიანი ემსხვერპლა, 3 ათასზე მეტი დაშავებულია. დაზარალებულ სოფელთა რიცხვი 180-ს აღემატება, ლტოლვილთა რაოდენობა კი სავარაუდოდ 16 ათასამდე იქნება.
XS
SM
MD
LG