ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მოქალაქეს ჯაშუშობა ირანის სასამართლომ დაუმტკიცა


ამერიკის მოქალაქეს ჯაშუშობა ირანის სასამართლომ დაუმტკიცა
ამერიკის მოქალაქეს ჯაშუშობა ირანის სასამართლომ დაუმტკიცა

ირანის რევოლუციურმა სასამართლომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ამერიკის მოქალაქის ამირ მირზაი ჰეკმატის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტიელბის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებულ ამირ მირზაი ჰეკმატის შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოზე მუშაობა დაუმტკიცდა.

28 წლის ამერიკელი ყოფილი მეზღვაური ჰეკმატი გასულ თვეში დაიჭირეს. სანამ იგი ირანში წავიდოდა, მან სპეციალური წვრთნები ერაყსა და ავღანეთში განთავსებული ამერიკული საჯარისო ნაწილების მეშვეობით გაიარა. ამირ მირზაი ჰეკმატის ოჯახის წევრების განცხადებით, ირანში ბებიისა და ბაბუის მოსანხულებლად ჩავიდა.

გასულ თვეში ირანის ტელვიზიამ ჰეკმატის მიერ დანაშაულის აღიარება ინგლისურ და სპარსულ ენებზე გადასცა, სადაც ჰეკმატი ამბობდა, რომ იგი ამერიკის სადაზვერვო სააგენტოს დავალებას ასრულებდა, კერძოდ კი ირანის სადაზვერვო სამსახურში არსებული ინფორმაციის გადაცემას ცდილობდა.

ამ მოსაზრებას უარყოფს და სავსებით არ იზიარებს თეთრი სახლი. მისი სიკვდილის მისჯის საკითხი, ერთგვარ გაფრთხილებას იწვევს შეერთებულ შტატებში მოღვაწე ვეტერან ირანელ მზვერავებს შორისაც.

მანსურ ფარჰანგი საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორია ვერმონტის შტატში მდებარე ბენინგტონის კოლეჯში. იგი, ირანის რევოლუციის შემდეგ, პირველი ელჩი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც:

„ირანის სასამართლო ხელისუფლების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ამიტომ გადაწყევტილებაც შესაბამისად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. სასამართლო პროცესეზე ჟურნალისტებს დასწრების უფლება არ მისცეს; ისიც კი არ ვიცით ბატონ ამირ ჰეკმატის ჰყავს თუ არა ადვოკატი. ერთადერთი მტკიცებულება, რასაც მის წინააღმდეგ იყენებენ არის ის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ირანის ტელევიზიით გადაიცა. “

დაძაბული ურთიერთობა ირანსა და დასავლეთს შორის თანდათან მწვავდება.

ვაშინგტონი შიშობს რომ ირანი ბირთვული იარაღის პროგრამას აქტიურად გამოიყენებს. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ირანს ფინანსური სანქციების გარდა ნავთობის გადატანის შეზღუდვებიც დაუწესეს, რასაც ირანი ჰორმუზის საზღვაო დერეფნის დაკეტვით დაემუქრა.

გადაწყვეტილება ჰეკმატის სიკვდილით დასჯის შესახებ ჯერ კიდევ შეიძლება ირანის უმაღლესი სასამართლოს მიერ შეჩერდეს. დრუ დიუკი, საერთაშორისო ამნისტიის ლონდონის ოფისის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ :

„ძნელია გამჭირვალეობისა და სამართლიანობის ჭეშმარიტი მაგალითი დაინახო. ამ პერსპექტივიდან გამომდინარე ჩვენ იძულებული ვართ საკუთარი საქმე დავასამაროთ.“

შეერთებული შტატები, რომელიც ჰეკმატის დაუყონებლივ გათავისუფლებას დღიდან მისი დაკავებისა ითხოვს, ჯერ კიდევ მოვლენის განვითარებაზე დაკვირვების პროცესშია.

XS
SM
MD
LG