ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის მოსახლეობის პროტესტი


ირანელები მთავრობის სავალუტო პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ირანის დედაქალქაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. თეირანის ცენტრში შეკრებილი ხალხი ეროვნული ვალუტის მძაფრ გაუფასურებას აპროტესტებდნენ.

ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა საკუთარი მოსახლეობის მხრიდან მზარდი კრიტიკა უარყო. ირანელები მთავრობის სავალუტო პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან, რომლის შედეგადაც რიალის ღირებულებამ დოლართან შედარებით რეკორდული ვარდნა განიცადა.

მიმდინარე კვირას ერთი დოლარი 39 ათასი რიალი ღირდა. გასუკ კვირას კი, სავალუტო გაცვლითმა კურსმა 1 დოლარზე 24 ათასი რიალი შეადგინა.
XS
SM
MD
LG