ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ეროვნულმა ვალუტამ ვარდნა განიცადა


ირანის ეროვნულმა ვალუტამ ვარდნა განიცადა

ირანის ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებაში საგრძნობლად დაეცა მას შემდეგ, რაც შეერთებლი შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების შემოღების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

შეერთებულ შტატებთან ერთად, ირანის წინააღმდეგ ფინანსურ შეზღუდვებს ევროკავშირიც განახორციელებს. მოგვიანებით კი ირანულ იმპორტზე ემბარგო დაწესდება.

მიუხედავად ამისა, თეირანი მაინც არ აპირებს ატომური პროგრამის განვითარების შეზღუდვას და სულ ახლახანს

ირანმა წარმატებით დაასრულა სარაკეტო სისტემის გამოცდა. პარალელურად, ირანმა, ატომური ენერგიის წარმოებისათვის ბირთვული სასწვავიც შეამოწმა.

ირანული მედიის განცახდებით, ბირთვული საწვავი, რომელიც ბუნებრივ ურანს შეიცავს, იარნშია დამზადებული და თეირანში ატომური რეაქტორის ძირითადი კვლევის შემადგენლობაშია.

ახლო აღოსავლეთ საკითხების ექსპერტის სტეფან ზუნეს განცხადებით აღიშნული ცდები საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან ირანს, ატომური აირაღის საბოლოო დახვეწისათვის ჯერ კიდევ გარკვეული დრო სჭირდება.

XS
SM
MD
LG