ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანში ერთ-ერთ ქუჩას ამერიკელი აქტივისტის სახელი დაერქმევა


თეირანში ერთ-ერთ ქუჩას ამერიკელი აქტივისტის სახელი დაერქმევა
თეირანში ერთ-ერთ ქუჩას ამერიკელი აქტივისტის სახელი დაერქმევა

ირანი თეირანში ერთერთ ქუჩას ამერიკელი აქივისტის სახელს დაარქმევს. რეიჩელ ალინ კორი 2003 წელს ისრაელის მიერ პალესტინელების სახლების დანგრევის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციის დროს დაიღუპა.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ თეირანის ქალაქის საბჭომ ამ წინადადებას მიმდინარე კვირას მოუხდინა რატიფიკაცია.

ოფიციალური თეირანის განცხადებით, კორი ბევრისთვის ირანში ისრაელის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობის სიმბოლოა.

დაახლოებით ერთი წლის წინ, ისრაელმა ხელში ჩაიგდო გემი, რომელსაც აღნიშნული ქალბატონის საპატივსაცემოდ ეწოდა „კორი“. გემს ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა და ისრაელის მიერ ღაზის ნაწილობრივი ბლოკადის გარღვევას ცდილობდა პალესტინელების დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG