ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ამერიკელ მთამსვლელებს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ


ირანში ამერიკელ მთამსვლელებს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
ირანში ამერიკელ მთამსვლელებს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აღნიშნავს, რომ ირანის სასამართლოს გადაწყვეტილებამ ამერიკელი ტურისტებისთვის 8 წლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით მისი იმედგაცრუება გამოიწვია.
საკუთარ განცხადებაში სახლემწიფო მდივანმა ორ ამერიკელ მოქალაქეს ჯოშ ფატალსა და შეინ ბაიაერს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ დროა უმიზეზოდ დაპატიმრებული ამერიკელი მოქალაქეები სამშობლოს დაუბრუნდნენ.
ამ ფონზე, ირანელმა ადვოკატმა აბას ჯაფარი დოლათაბადმა დაადასტურა, რომ ამერიკელ მოქალაქეებს სასამართლომ ჯაშუშობისთვის ხუთი წელი მიუსაჯა,
რასაც საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის კიდევ სამი წელიწადი დაემატა.

XS
SM
MD
LG