ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელების კოკუსში კრუზმა გაიმარჯვა


გუშინ აიოვის შტატში გამართულ რესპუბლიკელების პირველ საპრეზიდენტო კოკუსში სენატორმა ტედ კრუზმა გაიმარჯვა. რაც შეეხება დემოკრატებს, კოკუსი თანაბარი შედეგით დაამთავრეს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და სენატორმა ბერნი სანდერსმა.

კონსერვატორმა სენატორმა ტეხასიდან, ტედ კრუზმა, ხმათა 28 პროცენტი აიღო, მას 3 პროცენტით ჩამორჩა მილიარდერი დონალდ ტრამპი, მესამე ადგილზე გავიდა ფლორიდელი სენატორი მარკო რუბიო 23 პროცენტით.

დემოკრატებმა ხმების 94 პროცენტი დათვალეს, სანდერსის და კლინტონის მონაცემებს შორის მხოლოდ 0.2 პროცენტიანი სხვაობაა.

კანდიდატების ბრძოლის მომდევნო არენა ნიუ ფემშირი იქნება, სადაც პრაიმერი 9 თებერვალს გაიმართება.

XS
SM
MD
LG