ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მომავალი


სირია პოლიტპატიმრებს მალავს

ექსპერტები სირიაში მოვლენების კიდევ უფრო დაძაბვას ელიან

ამერიკის ხმა დურემის უნივერსიტეტეის არაბული კვლევების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ დანიელ ნიუმენს ესაუბრა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს მოკლე ჩანაწერს:
ამერიკის ხმა:
სირიაში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ 20 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, შეტაკებებს კი ბოლო არ უჩანს. როგორ აფასებთ სირიაში მიმდინარე მოვლენებს და რას შეიძლება ველოდეთ მომდევნო რამდენიმე თქვის განმავლობაში?
სამწუხაროდ ახალი ალბათ არაფერი მოხდება და ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე. რამდენიმე თვის წინ, რამდენიმე ჩემი კოლეგა და მათ შორის მეც, ვფიქრობდით, რომ ახლო აღმოსავლეთში სირიის მდებარეობიდან გამომდინარე - როგორც გეოპოლიტიკური ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით, იქ მოვლენები ისე არ განვითარდებოდა, როგორც ლიბიაში ან ეგვიპტეში. მაგრამ მოვლენებმა ყველას დავგანახა, რომ ვცდებოდით. ვითარება არა მხოლოდ მსგავსია, არამედ უარესიც, მის დაძაბვას კი სამოქალაქო ომი უწყობს ხელს, რომელიც სამწუხაროდ ხანგრძლივი სახალხო დემონსტრაციები შედეგად განვითარდა.
ვვარაუდობ, რომ სირიაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბენა იმის გამო, რომ სირიას უკიდურესად კომპლექსური დემოგრაფიული და რელიგიური შემადგენლობა აქვს, რაც ძალიან განასხვავებს მას „არაბული გაზაფხულის“ სხვა ქვეყნებისგან. მოგეხსენებათ სირიაში არიან ქრისტიანები, სუნიტები, შიიტები და ალავიტები. რეჟიმი ალავიტების ხელშია. ქრისტიანები ათწლეულების მანძილზე ფიქრობდნენ - და ეს შეხედულება ასადის მამის, ჰაფეზის მმართველობის დროს გამოიკვეთა - რომ თუ ქვეყნის სათავეში ალავიტები არ იქნებიან, ქრისტიანებს უდაო გადაშენება ან დახოცვა ელით. ეს მითი დღემდე კარგად მუშაობს, რის გამოც მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანები აქტიურად არ არიან ჩართული ბრძოლებში, ისინი მხარს აასადს უჭერენ.
როგორ ფიქრობთ, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი სიცოცხლის ფასად ეცდება პრეზიდენტობის შენარჩუნებას, თუ ჯერ კიდევ არის იმის შესაძლებლობა რომ ის თანამდებობიდან უბრალოდ გადადგეს?
დანიელ ნიუმენი


მეორე საკითხი დაპირისპირებული მხარეების რიცხობრივი ბალანსია. სუნიტ ოპოზიციას მოსახლოების უმრავლესობა ემხრობა, მაგრამ ეს უმრავლეოსობა არ არის რაოდენობრივად იმდენად დიდი უმცირესობაზე, რომ მათი ადვილად დამარცხება შეძლონ. გარდა ამისა, უმცირესობას - ალავიტებს - ქვეყნის შეიარაღებული ძალები უმაგრებს ზურგს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სირიია არმიას რეალური მოდერნიზაციის პროცესი არ გაუვლი და ის, ალბათ, ვერ შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს კარგად შეიარაღებულ და გაწვრთნილ ჯარს. მაგრამ ის საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ რეპრესიის მექანიზმად იქნას გამოყენებული.
ამერიკის ხმა:
ანუ ამით იმას ამბობთ, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში სისიხლისღვრა არ შეწყდება?

სისხლისღვრა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება. უკვე დიდი ხანია გავცდით იმ წერტილს, საიდანაც ვითარების მშვიდობიანი გადაწყვეტა იყო შესაძლებელი. ამასთან ერთად, იმ ათობით ათას ლტოლვილს დაემატება კიდევ ათასობით ადამიანი, რომელიც იძულებული გახდება დატვოვოს საცხოვრებელი სახლი და იორდანიას და განსაკუთრებით თურქეთს შეაფაროს თავი.
ამერიკის ხმა:
როგორ ფიქრობთ, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი სიცოცხლის ფასად ეცდება პრეზიდენტობის შენარჩუნებას, თუ ჯერ კიდევ არის იმის შესაძლებლობა რომ ის თანამდებობიდან უბრალოდ გადადგეს?
ჩემი აზრით, მოვლენები ისე ვითარდება, რომ ძალიან რთულია გამოვყოთ მხოლოდ ასადი როგორც რეჟიმის მამოძრავებელი ძალა. ასადი ალავიტების ძალიან გავლენიანი ჯგუფის საჯარო სახეს წარმოადგენს. ალავიტებმა იციან, რომ დანებების შემთხვევაში მათ სიკვდილი ელოდება. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების მანძილზე მართავს და უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ხალხის მიმართ. დანებება იმას ნიშნავს, რომ თავი სასიკვდილოდ გაწირონ. ერთი საკითხია, ბაშარ ალ ასადი, როგორცი ინდივიდუალური ადამიანია მიიღებს თუ არა გადადგომის გადაწყვეტილებას, ხოლო მეორე კი ის, თუ რამდენად მისცემს მათ ამ ნაბიჯის გადადგმის საშუალება საკუთარი გუნდი. სირიის ხელისუფლება თითქმის ერთი ოჯახია, ძმები, ბიძაშვილები დების ქმრები და ასე შემდეგ. ანუ ასადის გადადგომა მთელი დინასტიის გაწირვის ტოლფასი იქნება.
ამერიკა და დასავლეთის რამდენიმე ქვეყანა თავს იკავებს სირიაში არა-საფრენი ზონის დაწესებაზე - ინქბა ეს მეამბოხეების თუ მოსახლეობის დასაცავად. რით ახსნით ამ თავშეკავებას?
ამ კითზვაზე პირდაპირი და მარტივი პასუხი არებობს. არა-სააფრენი ზონის დაწესების მოთხოვნა ერთია, ხოლო მისი აღსრულება კი მეორე. სირიის მოკავშირეები ირანი და ლიბანში მოქმედი გარკვეული ძალები არიან. ამ კავშირების გამო არა-საფრენი ზონის განხორციელება დასავლეთს უკიდურესად რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს. არა-საფრენი ზონის დაცვა სავარაუდოდ რაღაც მომენტში სამხედრო ოპერაციის გამოყენებასაც მოითხოვს. დასავლეთის მიერ ძალია გამოყენების შემთხვევაში, სამხედრო ძალას ირანიც გამოიყენებს საპასუხო დარტყმის სახით. გარდა ამისა, კონფლიქტი დაიწყება ლიბანშიც, სადაც ირანის მოკავშირე ჰაზბოლო უკიდურესად გავლენიან და ძლიერ ძალას წარმოადგენს. შიიტური ირანისა და ჰეზბოლას კონფლიქტში ჩართვა სპარსეთის ყურის სუნიტი ქვეყნების რეაქციასაც გამოიწვევს, რასაც აუცილებლად მოჰყვება ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის კონფლიქტში ჩართა. დასავლეთს უამრავი ინტერესი აქვს დასაცავი სპარსეთის ყურეში სტაბილურობის შესაბარჩუნებლად. გარდა ამისა, ჩვენ არაერთი ქვეყნისთვის პირობა გვაქვს მიცემული, რომ მათ უსაფრთხოებას დავიცავთ. ამასთან არ უნდა დაგვავიწყედეს რუსეთი დაჩინეთი, რომლებიც სირიასთან დაკავშირებით თითქმის ყველა გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
ანუ, ამბობთ, რომ არასაფრენი ზონის განხორციელებას შეიძლება ზე-სახელმწიფოების კონფლიქტში ჩართვა მოჰყვეს?
დიახ, ამისი რისკი ძალიან მაღალია. თუმცა უნდა ითქვას, რომ ზე-სახელმწიფოები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სრულმასშტაბიანი და პირდაპირი დაპირისპირება თავიდან აიცილონ. როსესაც სირიაში ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ უნდა გავითვალისწინოთ ეთეო-რელიგიუი კონტექსტი და ის, თუ ერთი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯი რისი გაკეთებისკენ აიძულება რეგიონის სხვა ქვეყნებს.
XS
SM
MD
LG