ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერპოლის ყოფილ მეთაურს ბრალი წაუყენეს


ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტი მენგ ჰონგუეი

ჩინელმა პროკურორებმა, ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის, მენგ ჰონგუეის წინააღმდეგ ბრალდებები, ოფიციალურად გააფორმეს . ბრალდებები ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და მოქრთამვას შეეხება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჰონგუეიმ დანაშაული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილედ და ჩინეთის სანაპირო დაცვის უფროსად მუშაობის პერიოდში ჩაიდინა.

მენგის მეუღლე, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, უარყოფს ამ ბრალდებებს და ამბობს, რომ ჰონგუეიე დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

მენგი, აპრილში დაკავებამდე, საჯარო სამსახურიდან და მმართველი კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს.

მენგი ინტერპოლის პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს. ის 2018 წლის სექტემბერში, ჩინეთში ვიზიტისას მოულოდნელად გაუჩინარდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG