ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის იუბილე


კოსმოსის შესწავლის 50 წლიან ისტორიაში ახალი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 15 წლის წინ პირველი ეკიპაჟი შეუერთდა.

მას შემდეგ, რაც ამერიკელი ასტრონავტი უილიამ შეფარდი რუს ასტრონავტებთან ერთად პირველად დაჯდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, იგივე გზა 220-მა ადამიანმა გაიარა 17 ქვეყნიდან.

იუბილეს ემთხვევა ის ფაქტი, რომ ამერიკელი სკოტ კელი და რუსი მიხაილ კორნიენკო უკვე ერთი წელია კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან. ნასას ხელმძღვანელი ჩარლზ ბოლდენი ფიქრობს, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგური გლობალურ დონეზე მშვიდობისთვის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.

XS
SM
MD
LG