ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიმშილის დამარცხების საშუალება


საუბარია ტყის მწერებზე, რომლებიც რიგ ქვეყნებში 2 მილიარდამდე ადამიანის ტრადიციულ რაციონში ისედაც შედის

გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახალ კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციის დასკვნით, რიგ ქვეყნებში შიმშილის დამარცხების მიზნით შესაძლოა მწერები საკვებად გამოიყენონ.

საუბარია ტყის მწერებზე, რომლებიც რიგ ქვეყნებში 2 მილიარდამდე ადამიანის ტრადიციულ რაციონში ისედაც შედის. გაეროს მონაცემებით მწერები საკვებად ვარგისია და ის პროტეინით, სასარგებლო ცხიმებით, რკინით და მინერალებითაც საკმაოდ მდიდარია. დასახელებულ მწერთა შორისაა: ხოჭოები, მუხლუხოები, ფუტკრები, ბზიკები, გარკვეული სახეობის ჭიანჭველები და მრავალი სხვა.
XS
SM
MD
LG