ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანონი ჰომოსექსუალობის და ქორწინების გარეშე სექსზე


საპროტესტო გამოსვლა ინდონეზიაში

ინდონეზიის პარლამენტი სისხლის სამართლის კანონის შესწორებებზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალობა და ქორწინების გარეშე სექსი კანონით დაისჯება. ერთი თვის წინ ინდონეზიის საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პეტიცია ჰომოსექსუალობის აკრძალვის შესახებ.

ამჟამად საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტარების 25-წევრიანი ჯგუფი მუშაობს. არსებობს შიში, რომ ამ ცვლილებებით გახშირდება რეიდები ჰომოსექსუალებზე და გაიზრდება წნეხი LGBTQ თემზე.

აქტივისტები განსაკუთრებით კანონის იმ მუხლზე შიშობენ, რომლის მიხედვითაც, ქორწინების გარეშე სექსი ხუთ წლამდე პატიმრობით დაისჯება. ასევე დასჯადი ხდება ჰომოსექსუალობა თუკი ის „საზოგადოებრივ მორალს არღვევს“. აქტივისტების შეფასებით, ეს ძალიან ფართო ცნებაა, რითაც ჰომოსექსუალობა სისხლის სამართლის დანაშაული გახდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG