ინდონეზიის ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ სამდღიანი წყალდიდობის შემდეგ, მსხვერპლი 89-მდე გაიზარდა. ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინცია პაპუაში ბევრგან მეწყერიც ჩამოწვა.
ყველაზე მეტად სენტანის უბანი დაზარალდა, სადაც ხანგრძლივმა და ძლიერმა წვიმებმა მდინარეში ტონობით მიწა, ხეები და ქვები ჩარეცხა. მდინარე შაბათს ნაპირებიდან გადავიდა და მიმდებარე სახლები და გზები დააზარალა.
მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ 74 ადამიანს. 150 დაშავებული მკურნალობას გადის, ბევრს ჭრილობები და მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. პაპუას რეგიონიდან ევაკუირებულია 7 ათასამდე ადამიანი.
Facebook Forum