ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის მინისტრის სკანდალური განცხადება


მინისტრის გამოსვლამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

ინდოეთის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ბიუროკრატებს შეუძლიათ მცირედი მოიპარონ, რადგან ისინი ქვეყნის განვითარებისთვის იღწვიან.

შიპვალ სინგ იადავი ინდოეთის ყველაზე პოპულარული შტატის უტარ პრადეშის საჯარო საქმიანობის მინისტრია. ჩანაწერი, რომელზეც იგი ამ სიტყვებს წარმოთქვამს, დახურულ კრებაზეა ჩაწერილი. იადავის თქმით, სახელმწიფო მოხელეებს შეუძლიათ მცირედი მოიპარონ, მაგრამ ბანდიტებივით არ უნდა მოიქცნენ.

ინდოეთში ხშირია პოლიტიკური სკანდალები და მინისტრის ეს გამოსვლაც მოსახლეობაში სწრაფად გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

პარასკევს მინისტრმა პრეს კონფერენცია გამართა, რომელზეც თავის გამართლება სცადა.

XS
SM
MD
LG