ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში ტერორისტი ჩამოახრჩვეს


ძიების დასაწყისში ის თავს დამნაშავედ არ სცნობდა, მაგრამ მოგვიანებით, სამდღიან ტერორში მონაწილეობა აღიარა

ინდოეთში სიკვდილით დასაჯეს იმ ჯგუფის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, რომელიც მუმბაის ცნობილ ტერაქტში მონაწილეობდა. მუჰამედ აჯმალ ქასაბი მუმბაის მახლობლად მდებარე პუნის ციხეში ჩამოახრჩვეს.

მაჰარაშტრას შტატის სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ განაჩენის სისრულეში მოყვანა იმ 166 ადამიანის პატივისცემას გამოხატავს, ვინც შეტევის დროს დაიღუპა. წარმოშობით პაკისტანელი ქასაბი ტერორიზმში, მკვლელობაში და ინდოეთის წინააღმდეგ ომის წარმოებაში 2010 წელს ამხილეს.

ძიების დასაწყისში ის თავს დამნაშავედ არ სცნობდა, მაგრამ მოგვიანებით, სამდღიან ტერორში მონაწილეობა აღიარა. ქვეყნის პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა შეწყალების შესახებ.
XS
SM
MD
LG