ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთიდან ინვესტორები გამოდიან


ინდოეთიდან ინვესტორები გამოდიან
ინდოეთიდან ინვესტორები გამოდიან

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ კომპანიებს ბიზნეს ლიცენზიები შეუწყვიტა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით

ორმა უცხოურმა ტელესაკომუნიკაციო კომპანიამ ინდოეთში საქმიანობა შეწყვიტა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ კომპანიებს ბიზნეს ლიცენზიები შეუწყვიტა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით. სასამართლოს გადაწყვეტილებამ ინდოეთში ინვესტორების შეშფოთება გამოიწვია, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ინდოეთში ტელეკომუნიკაციები მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ბაზარს წარმოადგენს და ინვესტორების საფრთხე არ ემუქრებათ.

აბუ დაბიში დაფუძნებული კომპანია „ეტისალატი“ ერთ-ერთი ინვესტორია, რომელიც ინდოეთის ბაზრიდან გასვლას გეგმავს. კომპანია ადგილობრივ პარტნიორს სასამართლოში უჩივის კორუფციული საქმიანობისთვის.

XS
SM
MD
LG