ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტი დელიში


დემონსტრანტებთან შეტაკებისას პოლიციელი გარდაიცვალა

ინდოეთის დედაქალაქში გამართული მასობრივი დემონსტარციის დროს შეტაკებისას დაშავებული პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხელისუფლების ცნობით, პოლიციელი ორი დღის წინ დაშავდა. დემონსტრანტები მოძალადე ექვსი მამაკაცის სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ. ახალგაზრდა გოგონას და მის მეგობარ მამაკაცს მოძალადეთა ჯგუფი გასულ კვირას დელიში დაესხა თავს. ექვსმა მამაკაცმა გოგონა გააუპატიურა და ის და მისი მეგობარი რკინის ხელკეტებით სცემა. შემდეგ მოძალადეებმა ორივე გააშიშვლეს და ქუჩაში დააგდეს. გოგონა მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
XS
SM
MD
LG