ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტან-ინდოეთის შეთანხმება


პაკისტანმა და ინდოეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მარტივდება ხელშეკრულება ისლამაბადში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააფორმეს. შეთანხმების თანახმად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა გაუმარტივდებათ ტურისტებს, ბიზნესმენებს და 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ინდოეთის ქალაქ მუმბაიზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად 160 ადამიანი დაიღუპა. შეტევა პაკისტანში მოქმედმა ამბოხებულთა დაჯგუფებამ განახორციელა.
XS
SM
MD
LG