ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდური უპილოტო ზონდი მთვარის ორბიტაზე შევიდა


სამშაბათს, ინდური უპილოტო კოსმოსური ზონდი მთვარის ორბიტაზე წარმატებით შევიდა.

141 მილიონი დოლარის ღირებულების „ჩანდრაიიან-2“ ზონდი თითქმის ერთი თვის წინ, ინდოეთის მძლავრი, გეოსინქრონული თანამგზავრების რაკეტა მატარებელ მარკ სამით გაუშვეს. ზონდი მთვარის ორბიტაზე ორი კვირის განმავლობაში იმოძრავებს, შემდეგ დასაშვები აპარატი მთავარ ხომალდს მოცილდება და მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაეშვება. დასაშვებ აპარატს ინდოეთის კოსმოსური პროგრამის ფუძემდებლის მეცნიერ ვიკრამ სარაბჰაის პატივსაცემად „ვიკრამი“ დაარქვეს.

დაშვების შემდეგ, მცირე მთვარემავალი, სახელად „პრაგიანი“, მთვარის ზედაპირზე 14 დღის განმავლობაში ივლის, ზედაპირის რუკას შეადგენს, წყლის ნიშნების აღმოსაჩენ ექსპერიმენტებს ჩაატარებს და ზედაპირის ტოპოგრაფიას და გეოლოგიას შეაფასებს.

7 სექტემბრისთვის დაგეგმილი დაშვება წარმატებული თუ იქნება, ინდოეთი შეუერთდება შეერთებულ შტატებს, რუსეთს და ჩინეთს, ქვეყნებს, რომლებმაც ხომალდის მთვარეზე რბილი დაშვება შეძლეს. ამავე დროს, ის იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე მართვად დაშვებას შეეცდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG