ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში ბორანი ჩაიძირა


ათობის მყვინთავი და მაშველი ჯერ კიდევ ეძებს დახლოებით 100 ადამიანს, რომლებიც ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე წყალუხვ მდინარეზე ბორანის ავარიის შედეგად წყალში ჩავარდნენ.

ორ სართულიანი ბორანი, რომელიც მდინარე ბრაჰმაპუტრაზე სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა, შუაზე გადატყდა. შედეგად 103 ადამიანი დაიხრჩო, დაახლოებით 100-მა მდინარის ნაპირამდე გაცურა და თავს უშველა, ხოლო დაახლოებით 100 ადამიანი კი კვლავ უგზო-უკვლოდაა დაკარგული.

ბორანის ბორტზე მგზავრების ნებადართულზე მეტი რაოდენობა იმყოფებოდა, რაც სავარაუდოდ ავარიის მიზეზი გახდა.

XS
SM
MD
LG