ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოს-ანჯელესის გარეუბანში მომიტინგეები კარვებში დაბანაკდნენ


ლოს-ანჯელესის გარეუბანში მომიტინგეები კარვებში დაბანაკდნენ
ლოს-ანჯელესის გარეუბანში მომიტინგეები კარვებში დაბანაკდნენ

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოკლანდი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. პოლიციის მიერ გაშვებულმა ცრემსლადენმა გაზმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებამდეც გააღწია. აქციის 3,000 მონაწილემ ქალაქის პორტის დროებითი დახურვა გააპროტესტა.

ასობით მომიტინგე ლოს-ანჯელესის გარეუბანში გაშლილ კარვებში დაბანაკდა. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ საშემოსავლო მოგებიდან თანხის გადახდაზე.

ლოს-ანჯელესში მცხოვრები პროფესიით იურისტი, ცოლ-ქმარი საპროტესტო აქციის მონაწილეები გახდნენ. ჯერი მანპეარლი აღნიშნავს რომ საშემოსავლო მოგებიდან დასაბრუნებელი თანხა საკმაოდ დიდი რაოდენობისაა.

„თუ საშუალო ფენას გაანადგურებ, მაშინ პარალელურად მუშათა კლასსაც ანადგურებ და ამით მთლიანად ქვეყანას უქმნი საფრთხეს,-“ ამბობს იურისტი მანპეარლი.

მისი მეუღლე ჯენ გუდმენი კი აცხადებს რომ მდიდრები, ქვეყნის ეკონომიკის სასარგებლოდ საკმარისი რაოდენობის გადასახადებს არ იხდიან.

ლოს-ანჯელესში, რელიგიური მსახურნიც შეშფოთებულნი არიან საბანკო სისტემის მუშაობით. რამოდენიმე მათგანმა „ამერიკის ბანკის“ წინ საპროტესტო აქციაც გამართა. ისინი ბანკს, იპოთეკური სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეთის არსებობაში ადანაშაულებენ.

შაკენ სუედი აღნიშნავს რომ საშემოსავლო თანაფარდობა მდიდრებსა და ღარიბებს შორის არაპროპორციულია:

„ლოს-ანჯელესის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილთან საუბრისას გაიგებთ რომ საბანკო დავალიანების გამო სახლები დაცარიელებულია, ხოლო ისინი ვისაც ჯერ კიდევ საცხოვრებელი ფართი აქვს უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. არადა, ამ დროს, ქუჩებში ფერარისა და ლამბორჯინის ფირმის მანქანებსაც დაინახავთ.“

მას შემდეგ რაც ბანკის კლიენტებმა საბანკო ტარიფების გაპროტესტება დაიწყეს, „ამერიკის ბანკმა,“ ბანკომატიდან ფულის გამოტანაზე დაწესებული ტარიფის შემცირება გადაწყვიტა. ბანკის წარმომადგენლებმა ისიც განაცხადეს რომ ამჟამად ისინი იმ გეგმაზე მუშაობენ, რომლებიც სახლის მეპატრონეებს საკუტრების შენარჩუნებაში შეუწყობს ხელს.

თუმცა, ბანკის გეგმებში კათოლიკური ეკლესიის მღვდელი ჯორჯ ვორნერი დარწმუნებული არ არის: „სან-ხოსეში, სადაც მე ვმსახურობ , ადამიანთა საკმაოდ მცირე რაოდენობას - ოთხს თუ ხუთს, ხანდახან - ექვს, შეუძლია საკუთარი ხელფასით იპოთეკური სესხის გადახდა. ისინი ძირითად ემიგრანტები არიან, ძალიან მშრომელი და კარგია ხალხია.“

სწორედ ამიტომ, აღნიშნული რთული მდგომარეობა, აქციის მონაწილეებს მიტინგების გაფართოებისაკენ უბიძგებს.


XS
SM
MD
LG