დღეს ჩეჩნეთის პარლამენტში 3 შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. მოკლულია სულ მცირე 3 ადამიანი.
რუსეთის პოლიციის ინფორმაციით, 20 წუთიანი ოპერაციის შედეგად, მათ სამივე ბოროტმოქმედი სიცოცხლეს გამოასალმეს და გროზნოს საკანონმდებლო ორგანოზე კონტროლი დაიბრუნეს.
შეტაკებისას დაიღუპა პოლიციის 2 თანამშრომელი და პარლამენტის დაცვის სამსარუხის წარმომადგენელი. დაშავდა 17 ადამიანი.