ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთ-ამერიკის ეკონომიკური პარტნიორობა


2009 წელს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გული შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ეკონომიკური თანამშრომლობა დაამყარონ იმისთვის, რომ თურქეთსა და ამერიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობა გაამყარონ.

2011 წლის ოქტომბრის დასაწყისში ხელშეკრულების თანახმად, ანკარაში მე-17-ე შეხვედრა გაიმართა. ეს შეხვედრები სტრატეგიული დიალოგის უმინიშვნელოვანესი ნაწილია.

წლევანდელი შეხვედრის ძირითადი თემები ინოვაციების ხელშეწყობა, ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებში თანამშრომლობის გაძლიერება და ბიზნეს კონტაქტების გაფართოვება იყო. მოლაპარაკების დროს ასევე დაისახა სოფლის მეურნეობაში მზარდი თანამშრომლობის გზები და ხაზი გაესვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.

თურქეთი და ამერიკა ასევე უდიდეს ყურადღებას უთმობენ თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში, რაც მოიცავს როგორც ენერგო-ყაირათიანობას, ასევე განახლებად წყაროებს. გარდა ამისა, მხარეები არ გამორიცხავენ კომერციულ თანამშრომლობას ბირთვული ენერგიის შემუშავების მხრივაც. მოლაპარაკებების დროს, თურქეთი და ამერიკა შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ჩაერთვებიან ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში ჩრდილოეთ აფრიკისა და ევრაზიის რეგიონებში.

ანკარაში გამართული დიალოგის ერთი ნაწილი სტამბოლში საერთაშორისო ფინანსური ცენტრის დამყარებასაც დაეთმო, რაც თურქეთის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პრიორიტეტია. თურქული კომპანიების ერთმა ნაწილმა სათაო ოფისები უკვე გადაიტანა სტამბოლში.

თურქეთის მოსახლეობა 78.7 მილიონი ადამიანია და ამერიკული ბიზნესებისთვის პოტენციურად მზარდ ბაზარს წარმოადგენს. ამერიკაც უდიდესი ბაზარია თურქეთისთვის როგორც პროდუქციის მიმოქცევისთვის, ასევე მეწარმეებისთვისაც.

გამომდიანარე იქიდან, რომ თურქეთი ევროპისა და აზიის გზაჯვარედნინზე მდებარეობს და მეზობლებთან კარგი ეკონომიკური ურთიერთოებები აქვს, ის ამერიკისთვის მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა შუა აზიის ბაზრების ავსების მხრივ. ამერიკასთან ერთან, თურქეთს შეუძლია ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებს ეკონომიკის აღორძინებაში დაეხმაროს.

ამერიკა აღიარებს თურქეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და ამ სფეროში თანამშრომლობის იმავე დონეზე გადატანა სურს, როგორიც ორ მოკავშირეს შორის სამხედრო და პოლიტკურ სფეროებში უკვე დიდი ხანია არსებობს.

როგორც პრეზიდენტმა ობამამ 2009 წელს თურქეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: თურქეთი ამერიკის უმნიშვნელოვანესი მოკავშირე და ევროპის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თურქეთი და შეერთებული შტატები ერთად უნდა დადგნენ მსოფლიოში დღეს არსებული გამოწვევების გადასალახად.“

XS
SM
MD
LG