ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოიძახებს, თუ არა სენატი მოწმეებს - იმპიჩმენტის პროცესში დაძაბული განხილვა


ოთხშაბათს, ამერიკის სენატის წევრები იმპიჩმენტის საქმის გარშემო კითხვებს დასვამენ. ეს სენატში იმპიჩმენტის სასამართლო განხილვის შემდეგი ეტაპია. ამ დრომდე, წარმომადგენელთა პალატის წევრები ექვსი დღის განმავლობაში, სენატის წინაშე მათ კოლეგებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძვლებს აცნობდნენ და მათი მოპასუხე პრეზიდენტის დაცვის გუნდი იყო.

სენატის რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები, საკუთარ კითხვებს მთავარ მოსამართლეს, ჯონ რობერტს მორიგეობით გადასცემენ. კითხვები წარმომადგენელთა პალატის მივლენილი გუნდის ან პრეზიდენტ ტრამპის დაცვის მხარისთვის იქნება განკუთვნილი. წარმომადგენელთა პალატის მივლენილი წევრები კითხვებზე საპასუხოდ დროში შეზღუდულნი არ არიან.

პროცესი ხუთშაბათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ორი პალატა განიხილავს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხს: უყაროს, თუ არა კენჭი, სენატის წინაშე მოწმეების გამოძახების საკითხს.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა რესპუბლიკელ კანონმდებლებს 28 იანვარს განუცხადა, რომ მას არ ქონდა საკმარისი ხმები, რესპუბლიკელ კანონმდებლებს შორის, რომ მოწმეების გამოძახებისთვის ხელი შეეშალა.

მაკონელი და პრეზიდენტის დაცვის გუნდი, მოწმეების გამოძახებას არ ემხრობა. მათ შორის, არც ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის გამოძახებას. ბოლტონი საკუთარ წიგნში, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით წერს, რომ ტრამპმა მას პირადად უთხრა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას უჩერებდა კიევზე ზეწოლის მოსახდენად, რათა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტრამპის ოპონენტის, ჯო ბაიდენის შვილ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ საქმე აღეძრა.

პრეზიდენტმა სამშაბათს, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ საკუთარი პოზიცია მოწმეების გამოძახების შესახებ კიდევ ერთხელ გაახმოვანა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “იმპიჩმენტის აფიორა კიდევ ერთი პოლიტიკური თამაშია“.

100 სენატორიდან, მოწმეების გამოსაძახებლად, 51-ის მხარდაჭერაა საჭირო. სენატში 47 დემოკრატს ოთხი რესპუბლიკელი ან დამოუკიდებელი სენატორის მხარდაჭერა ჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG