ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესის დაზვერვის კომიტეტი მაკგანის ჩვენების მიღებას ცდილობს


შეერთებული შტატების ფედერალური მოსამართლე დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას სარჩელზე, რომლითაც წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი ცდილობს, თეთრი სახლის ყოფილი ადვოკატი დონ მაკგანი აიძულოს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიებას ჩვენება მისცეს.

თავდაპირველად, იურიდიულ კომიტეტს მაკგანის ჩვენების მიღება რობერტ მალერის გამოძიებასთან დაკავშირებით სურდა, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას და პრეზიდენტ ტრამპის მიერ მართლმსაჯულებისთვის სავარაუდო ხელის შეშლას ეხებოდა.

სასამართლოში შეტანილ სარჩელში კომიტეტი ირწმუნება, რომ მაკგანის ჩვენების მიღება ახლა, საჯარო მოსმენების დროს, უფრო გადაუდებლად საჭიროა, როდესაც დაზვერვის კომიტეტი იძიებს ბრალდებებს, რომ ტრამპმა უკრაინაზე უკანონოდ განახორციელა ზეწოლა, რათა მისი დემოკრატი მეტოქის საქმე გამოეძიებინათ.

მაკგანი ტრამპის ადმინისტრაციის იმ ოფიციალურ პირთა შორისაა, რომლებმაც კონგრესის მიერ სავალდებულო გამოცხადების უწყების იგნორირება მოახდინა. თეთრი სახლი ამტკიცებდა, რომ ოფიციალურ პირებს სავალდებულო ჩვენების მიცემისგან იმუნიტეტი იცავს. ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს ასევე სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა და კანცელარიის უფროსმა მიკ მალვენიმ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG