ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დაპატიმრების გადაწვეტილება სასამართლომ დღეს დილით ადრე მიიღო. მას ბრალი ქრთამის აღებაში, გამოძალვასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ედება. ქვეყანა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ცდილობს ფოკუსირებას.

პარკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა პოლიტიკურ სკანდალს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით მას ფარული გარიგება ჰქონდა დიდი ხნის მეგობარ ჩოი სუნ სილთან, რომელთან ერთადაც ცდილობდა კორეული კონგლომერატებისგან 70 მილიონამდე ამერიკული დოლარის გამოძალვას და საიდუმლო ფონდებში გადარიცხვას.

პარკის იმპიჩმენტის საკითხმა სამხრეთ კორეის სამოქალაქო საზოგადოება ორად გაყო. ქვეყანაში ერთდროულად იმართებოდა მისი მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები. ერთნი მის გადადგომას ითხოვდნენ, მეორენი კი მის თანამდებობაზე დარჩენას. იმ დღეს კი, როდესაც სასამართლომ მისი იმპიჩმენტის შესახებ აგდაწყვეტილება გამოაცხადა, პოლიციასთან შეტაკებისას პრეზიდენტის ორი მხარდამჭერი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG