ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები უკანონო ემიგრაციას ებრძვიან


ამერიკელები უკანონო ემიგრაციას ებრძვიან
ამერიკელები უკანონო ემიგრაციას ებრძვიან

არიზონას შტატის მიწათმფლობელი გლენ სპენსერი მექსიკის საზღვრის მახლობლად ცხოვრობს და დამოუკიდებლად ცდილობს შეაჩეროს არალეგალი იმიგრანტების ნაკადი.

არიზონას შტატის მიწათმფლობელი გლენ სპენსერი მექსიკის საზღვრის მახლობლად ცხოვრობს და დამოუკიდებლად ცდილობს შეაჩეროს არალეგალი იმიგრანტების ნაკადი. მისი თქმით:“ აგერ მექსიკა, ისინი აქედან ღობეში გაკეთებული ხვრელით შემოდიან. სასაზღვრო პატრულის კამერებს აქ არ შეუძლიათ ჩვენი დანახვა.“

ამერიკელი მესაზღვრეები ამ ადგილს ხშირად ამოწმებენ, მიუხედავად ამისა მაინც არ წყდება მექსიკიდან ხალხის გადმოსვლა საზღვარზე. ამის გამო გლენ სპენსერმა კერძო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა რომელიც საზღვარზე მონიტორინგს განახორციელებს.

ის ამ რაიონებს პატარა კერძო თვითმფრინავის საშუალებით აკონტროლებს. საზღვარზე გადაღებული ფოტოების ნახვის შემდეგ კი აშკარა ხდება რომ საზღვარი ფაქტიურად ღია და დაუცველია.

სპენსერის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას რასიზმში ადანაშაულებენ, თუმცა როგორც თავად ამბობს რასიზმთან მას საქმე არა აქვს. ის უბრალოდ საზღვრის უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

იქით, მექსიკის მხარეს პატარა ქალაქ ნაჩოს ცენტრში შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული ადამიანები იკრიბებიან. აქ ამერიკელი მოხალისეები მუშაობენ, რომლებიც შეერთებულ შტატებიდან გამოძევებულ ხალხს საკვები პროდუქტებით და მედიკამენტებით ამარაგებენ.

როგორც არიზონელი მხატვარი პიტერ იანგი ამბობს:“ ჩვენ იმ ადამიანებს ვეხმარებით, რომლებმაც უშედეგოდ სცადეს საზღვრის გადაკვეთა.“ აღსანიშნავია რომ ზოგიერთები მხოლოდ რამდენიმე ცდის შემდეგ აღწევენ სანუკვარ მიზანს.

ეს საკმაოდ სარისკო საქმეა. შარშან ქალაქ ტუკსონის მახლობლად 200-მდე ადამიანი დაიღუპა უდაბნოში. ადამიანთა უკანონო გადაყვანს საზღვარზე ნარკო კარტელები აკონტროლებენ. გასულ წელს აქ ერთი ამერიკელი რანჩოს მეპატრონეც მოკლეს და ეს სწორედ მათი ნახელავი უნდა იყოს.

ემგრანტ ქალებს ხშირად აუპატიურებენ და ზოგიერთი მათგანისთვის ამერიკაში მოხვედრის სურვილი ტრაღიკულად მთავრდება.

კათოლიკურ სავანეში მცხოვრები მექსიკელი ქალი სახელად არტემია, რომელიც გამყოლმა უდაბნოში მიატოვა თავის ისტორიას ყვება:“ არტემია ამერიკულ ქალაქ ინდიანაპოლისში ცხოვრობდა 7 წლის მანძილზე და მექსიკაში დაბრუნდა როდესაც მამა გარდაეცვალა. ამის შემდეგ მან ქმართან და 19 წლის ქალიშვილთან ერთად ორჯერ სცადა საზღვარზე გადასვლა, მაგრამ ორჯერვე დააპატიმრეს. არტემიას ამერიკაში დაბადებული 5 და 7 წლის ორი ვაჟი ჰყავს, რომლებიც ახალა თავის დასთან ერთად ცხოვრობენ შტატებში. არტემიას იმედი აქვს რომ მალე იხილავს საკუთარ ვაჟებს მექსიკაში.

ემიგრანტების უმრავლესობა მიყრუებული პატარა სოფლებიდან არიან წარმოშობით, რომლებიც ხშირად ფულთან ერთად საბუთებსაც კარგავენ საზღვარზე გადასვლის მცდელობის დროს.

როგორც ამერიკელი მღვდელი შონ კაროლი აცხადებს ხალხი სამუშაოს საძებნელად მიდის, სხვებს კი უბრალოდ ოჯახის წევრებთან გაერთიანება სურთ :“ ისინი საშინელ სიღარიბეში ცხოვრობენ და უფრო უკეთეს მომავალს ნატრობენ. ზოგს შვილები ჰყავს ამერიკაში, ზოგს მშობლები და მეუღლეები.“

არიზონას მაცხოვრებელი ბილ ოდლი საზღვარზე უსაფრთხოების გამკაცრების მომხრეა, თუმცა არც არალეგალ იმიგრანტებს უყურებს ცუდი თვალით. მან ერთხელ საკუთარ მიწაზე ყველასგან მიტოვებული მექსიკელი ქალი გადაარჩინა, რომელმაც არ იცოდა სად წასულიყო.

იმათ ვინც საზღვარზე ცხოვრობს და მუშაობს კარგად იციან რამდენი პრობლემის გადალახვა მოუწევთ, სანამ ამერიკა მექსიკის საზღვარზე წესრიგის დამყარება მოხერხდება.

XS
SM
MD
LG