ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

IMF-ის ლიდერი კანონის დარღვევას უარყოფს


საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი კრისტინ ლაგარდი ამბობს, რომ ის საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილების აპელაციას აპირებს. სასამათლო პროცესი 400 მილიონი დოლარის ფრანგი ბიზნესმენისთვის გადახდას უკავშირდება.

საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, როცა ლაგარდი საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი იყო, მისმა სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მეგობარ ბიზნესმენს ფული გადაუხადა. თანხის გადახდა, სავარაუდოდ, ბიზნესმენსა და სახელმწიფო ბანკს შორის არსებული დავის გადაჭრა იყო. ლაგარდი კანონის დარღვევის ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG