ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ხელშეკრულების ფარგლებში, 25 სექტემბერს 48 ქვეყანამ ახალ პროტოკოლს მოაწერა ხელი. ხელმომწერი ქვეყნების ორმა მესამედმა უკვე გაამკაცრა თამბაქოს პროდუქტებით უკანონო ვაჭრობის აღკვეთის კანონმდებლობა.
ახალი რეგულაციების თანახმად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, 2023 წლისთვის ინფორმაციის გასაზიარებლად, სპეციალური სისტემა შეიქმნება, რომელიც თამბაქოს პროდუქტების უკანონო გადაზიდვას დააკვირდება, მისი აღკვეთს მიზნით.
კვლევებზე დაყრდნობით, მსოფლიოს მასშტაბით, მთავრობების მიერ დაკარგული შემოსავალი, დაახლოებით, 31 მილიარდი დოლარია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი კვდება ნაადრევად თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზების გამო.
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო ხელშეკრულების სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა და კოსტა სილვა ამბობს, რომ მსოფლიოს მასშტაბით მოხმარებული სიგარეტის 10 პროცენტი უკანონო ვაჭრობით ხვდება მომხმარებლამდე. შავ ბაზარზე ნაყიდი სიგარეტი შედარებით იაფია, რის გამოც მას უფრო მარტივად ყიდულობენ ახალგაზრდები და სოციალურად დაუცველი ადამიანები.
„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში და კოსტა ამბობს, რომ თამბაქოს პროდუქტების შავი ბაზარი ერთნაირად წარმატებულია მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში. თუმცა, მისი თქმით, განვითარებად ქვეყნებში ეს გაცილებით დიდი პრობლემაა.
განვითარებადი ქვეყნების ქუჩებში - მთელი მსოფლიოს მასშტაბით - ადვილია თამბაქოს პროდუქტებით უკანონო ვაჭრობის დანახვა. დისტრიბუცია, როგორც წესი, გარე მოვაჭრეების და კონტრაბანდის გამოყენებით ხდება. ასევე ხშირია თამბაქოს არასრულწლოვნებზე მიყიდვის შემთხვევებიც. „აი, ეს არის რეალური პრობლემა თამბაქოს პროდუქტების უკანონო ვაჭრობის დროს,“ აცხადებს და კოსტა.
მისივე თქმით, უკანონო ვაჭრობა დისკრედიტაციას უწევს თამბაქოს კონტროლის მექანიზმებს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკას. შავი ბაზრიდან მიღებული შემოსავლით ძლიერდება ორგანიზებული დანაშაულიც. და კოსტა ამბობს, რომ კრიმინალური ჯგუფების გამდიდრებასთან ერთად, თამბაქოს უკანონო ვაჭრობის შედეგად, მთავრობები დიდი ოდენობით კარგავენ საგადასახადო შემოსავლებს.
კვლევებზე დაყრდნობით, მსოფლიოს მასშტაბით, მთავრობების მიერ დაკარგული შემოსავალი, დაახლოებით, 31 მილიარდი დოლარია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი კვდება ნაადრევად თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზების გამო.
Facebook Forum