გავლენიანმა რაბინმა ისრაელში სკანდალური განცხადება გააკეთა. „შას“ პარტიის სულიერმა ლიდერმა რაბინმა ოვადია იოსეფმა პალესტინელებს „ბოროტება და ისრაელის მტრები“ უწოდა. ასევე მისი თქმით პალესტინელები და მათი პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი “დედამიწიდან უნდა გაქრნენ“. მან ღმერთს შეთხოვა, რომ ამ ბოროტებაზე დარტყმა მიიტანოს. რაბინმა ეს განცხადება შაბათს ღვთისმსაუხრების დროს ქადაგებისას გააკეთა. 89 წლის რაბინი ოვადია იოსეფი სკანდალური განცხადებებითაა ცნობილი. 2001 წელს მან ხალხს არაბების განადგურებსიკენ მოუწოდა. მისი ულტრა-ორთოდოქსული პარტია ისრაელის კოალიციურ მთავრობის წევრია.
პოპულარული
1