ლიბიამ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს თხოვნით მიმართა მუამარ კადაფის ვაჟის, სეიფ ალ-ისლამის სამშობლოში გასამართლების შესახებ, რომელსაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ედება ბრალი.
ლიბიელი ვექილის აჰმედ ალ-ჯეჰანის განცხადებით, სეიფ ალ-ისლამის გასამართლება ლიბიაში ერის გაერთიანების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.
ახლა, როდესაც ლიბია სამოქალაქო ომის ჭრილობებს იშუშებს ჰააგის ტრიბუნალისადმი ლიბიელი კანონმდებლის სარჩელს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მუამარ კადაფის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის საჯელის უმაღლესი ზომა ემუქრება. ჰააგის ტრიბუნალისთვის ეს სამუდამო პატიმრობა იქნება, ლიბიის მართლმსაჯულება კი ამავე დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
როგორც ადვოკატმა, ფილიპ სანდსმა სასამართლოს განუცხადა, ლიბიას სეიფ ალ-ისლამის წინააღმდეგ საქმის დასაწყებად ყველა სამხილი გააჩნია. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა მშვიდობიანი მოსახლეობის საპროტესტო აქციების დარბევა, რასაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
ბატონი სანდსის განცხადებით: „კადაფის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დროს ბევრი სამხილი დაგროვდა, რომლებიც მის მიერ დანაშაულებრივ ქმედებებში უშუალო მონაწილეობის შესახებ მეტყველებს.“
თუმცა, კადაფის ადვოკატები თვლიან, რომ ლიბიის სასამართლოში შეუძლებელი იქნება სიმართლის დადგენა. მუამარ კადაფის ვაჟი, სეიფ ალ-ისლამი ამჟამად ქვეყნის დასავლეთში მდებარე მთიან რაიონში შეიარაღებულ მოლაშქრეებს ჰყავთ დატყვევებული.