ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთში ხალხი შეშფოთებულია


გასულ კვირას ოპოზიციური პარტიის "ჯობიკის" წევრმა უნგრელი ხალხის ღშფოთება გამოიწვია

უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ურბანმა, მემარჯვენე კანონმდებლის მარტონ გიონგიოსის ანტი-სემიტური განცხადების ფონზე, უნგრელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

გასულ კვირას ოპოზიციური პარტია "ჯობიკის" წევრმა უნგრელთა აღშფოთება იმით გამოიწვია, რომ მთავრობას ებრაული წარმომავლობის მქონე ადამიანთა სიის შედგენა მოსთხოვა. პარლამენტარის აზრით, ეს ადამიანები ქვეყნის მომავალს საფრთხეს უქმნიან.

მოგვიანებით პარლამენტარმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება არასწორად იქნა აღქმული. თუმცა, გიონგიოსის ბოდიშს მოსახლეობის განრისხება მაინც მოჰყვა და ქუჩაში პროტესტის ნიშნად ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ ხელში პლაკატები ეკავათ, რომელზეც პარლამენტარს ჰიტლერის ულვაშები ჰქონდა მიხატული. მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრეთში ფაშისტებმა ასობით ათასი ებრაელი მოკლეს.

XS
SM
MD
LG