ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთს ახალი პრეზიდენტი ეყოლება


უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პრეზიდენტის კანდიდატურა დაასახელა. ამ პოსტზე იანოს ადერია წარდგენილი. რამდენიმე კვირის წინ მოქმედი პრეზიდენტი პალ შმიტი თანამდებობიდან გადადგა პლაგიატობასთან დაკავშირებული ბრალდებებისა და აგორებული სკანდალის გამო.
იანოს ადერი 52 წლისაა და მისი კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. უნგრეთში თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ამ უკანასკნელის კანდიდატურა გართულებების გარეშე გავა პარლამენტში, რადგანაც პრემიერ მინისტრის კონსერვატიული ფიდეცის პარტია პარლამენტში ხმათა ორ მესამედს ფლობს.

XS
SM
MD
LG