ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უნგრეთის პრეზიდენტმა უმაღლესი განათლების ახალ კანონს ხელი მოაწერა


უნგრეთის ულტრა-მემარჯვენე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული, დაფინანსებული „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი“ (CEU) შესაძლოა დაიხუროს. საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე კი უნივერსიტეტის მხარდასაჭერად ბუდაპეშტის ქუჩებში ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა.

ახალი კანონი მოითხოვს, რომ ყველა ანუ 28 უცხოურ უნივერსიტეტს, რომელიც უნგრეთში ფუნქციონირებს, კამპუსი უნდა ჰქონდეს მათ „დამაარსებელ ქვეყანაშიც“. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი ერთადერთია მათ შორის, რომელსაც ოკეანის მეორე მხარეს ასეთი კამპუსი არ აქვს. შესაბამისად, ახალი კანონის კრიტიკოსები მიიცნევენ, რომ ის სწორედ ამ უნივერსიტეტის საწინააღმდეგოდაა მიმართული. მათი აზრით, პრეზიდენტს სურს, ახალგაზრდებს დასავლურ, პრო-დემოკრატიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე წვდომა შეუზღუდოს.

ახალი კანონი ასევე უკრძალავს ევროკავშირის საზღვრებს გარეთ დაფუძნებულ უნივერსიტეტებს უნგრული დიპლომების გაცემას მთავრობის ნებართვის გარეშე.

ახალი კანონი ასევე კრძალავს, ზღუდავს კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს ევროკავშირის აგრეთ დაფუძნებულ უნივერსიტეტებს იმისგან, რომ მათ გასცენ უნგრული დიპლომები პატივსაცემი მთავრობების თანხმობის გარეშე. ასეთი ნებართვის გარეშე კი უნივერსიტეტებს აეკრძალებათ მომავალ სასწავლო წელს სტუდენტების მიღება, 2021 წლამდე კი ისინი მთლიანად უნდა დაიხუროს.

სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ამბობს, რომ ახალი კანონი არ ზღუდავს სწავლისა და სწავლების თავისუფლებას, რომელიც უნგრეთის კონსტიტუციითაა დაცული.

უნივერსიტეტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა უნგრეთში ამერიკის საელჩოც. განცხადების თანახმად, ვაშინგტონი გააგრძელებს CEU-ს დამოუკიდებელი და შეუზღუდავი ფუნქციონირების მხარდაჭერას.

ინგლისურენოვანი უნივერსიტეტი, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყნიდან 1400-მდე სტუდენტი ჰყავს, 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჯორჯ სოროსის დაფინანსებით დაარსდა. მაშინ სოროსის ქმედება აღიარებული იყო, როგორც დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე დამდგარი პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის გაწეული დახმარება.

მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომლის პარტიამაც საკანონმდებლო პაკეტი შეიმუშავა, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ იცნობენ როგორც ავტოკრატსა და ქსენოფობს, რომელიც დიდი ხანია ჯორჯ სოროსს „ლიბერალ ინტერნაციონალისტად და იდეულოგიურ მტრად“ მიიჩნევს.

ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ მას 2015 წელს ევროპის ახალ დიქტატორს უწოდებდა.

გასულ წელს, ოქტომბერში ბუდაპეშტის ცენტრში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური გაზეთის, „ნეპსზაბადსაგის“ დახურვა.

მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომლის პარტიამაც საკანონმდებლო პაკეტი შეიმუშავა, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ იცნობენ როგორც ავტოკრატსა და ქსენოფობს, რომელიც დიდი ხანია ჯორჯ სოროსს „ლიბერალ ინტერნაციონალისტად და იდეულოგიურ მტრად“ მიიჩნევს.

ამერიკული გამოცემა „პოლიტიკო“ მას 2015 წელს ევროპის ახალ დიქტატორს უწოდებდა.

გასულ წელს, ოქტომბერში ბუდაპეშტის ცენტრში ათასობით დემონსტრანტმა გააპროტესტა ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური გაზეთის, „ნეპსზაბადსაგის“ დახურვა.

ეს საპროტესტო აქციები ორბანის წინააღმდეგ გამოსვლაც იყო, რომელსაც დიდი ხანია ადანაშაულებენ მედიის თავისუფლების შეზღუდვაში. ოპოზიციური მედიის ცნობით, ის ავიწროვებს იმ კერძო მედიასაშუალებებს, რომლებიც მისი ანტისაიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულია. გაზეთმა სწორედ დახურვამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოაქვეყნა მასალები ორბანის მმართველ პარტიაში არსებული კორუფციის შესახებ. კორუფციულ სქემებში მონაწილეთა შორის ბევრი უშუალოდ პრემიერის ახლო მოკავშირე იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG