ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ტრეფიკინგთან ბრძოლას აძლიერებს


უკრაინა ტრეფიკინგთან ბრძოლას აძლიერებს

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინ გრიშჩენკომ ორშაბათს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მხარეები ადამიანების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ძალისხმევას გააძლიერებენ.

კლინტონის განცხადებით: „ცოტა ხნის წინ ტრეფიკინგში ეჭვვმიტანილი ადამიანის უკრაინიდან ამერიკაში ექსტრადიცია მოხდა. მან ქალების ტრეფიკინგით მილიონ დოლარზე მეტი გააკეთა. ჩვენი თანამშრომლობა ერთ-ერთი მეთოდია, რომლითაც ამ ტრაგიკულ მიმდინარეობას შევაჩერებთ.“

შეერთებული შტატების მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში უკრაინა მეორე დონის ქვეყნადაა აღნიშნული. ეს იმას ნიშნავს, რომ კიევი აქტიურად არ მუშაობს იმისთვის, რომ ამერიკის მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ დაწესებული მინიმალური მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს.

XS
SM
MD
LG