ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰუმან რაითს ვოჩის" ახალი ანგარიში


2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით საქართველოში დასრულდა კოაბიტაციის ეტაპი და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის პროცესი - ნათქვამია ანგარიშში

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებით საქართველოში დასრულდა კოაბიტაციის ეტაპი და ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის პროცესი. ყოველწლიური ანგარიშის ავტორები ასევე წერენ, რომ წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიება საფუძვლად დაედო გარკვეულ შეშფოთებას შერჩევითი სამართლის არსებობის შესახებ.

რამდენიმე პრობლემატურ სფეროს შორის, „ჰუმან რაითს ვოჩი“ ციხეებში 2013 წელს არსებულ მდგომარეობას ასახელებს. ციხეებში არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების გამოძიება ნელა მიმდინაროებდა, და აკლდა გამჭივრვალობა-ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2013 წლის ივნისში სასამართლოებმა ციხის 14 ყოფილ თანამშრომელს გამოუტანა განაჩენი პატიმრების ცემაში და წამებაში მონაწილეობის გამო, რაც 2012 წელს საჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეოფირებით გამოაშკარავდა. ანგარიშში საუბარია ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამამართლებელ განაჩენზე და მამუკა მიქაუტაძის საქმეზეც.

ანგარიშში განხილულია აღმსარებლობის თავისუფლების კუთხით საქართველოში არსებული სიტუაცია და კრიტიკა, ასევე ჰომოფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღსანიშნავი მშვიდობიანი შეკრების ძალადობრივი დაშლა, მათ შორის - ქართული სამღვდელოების წარმომადგენელთა მხრიდან, და პოლიციის მხრიდან ლგბტ აქტივისტების არასაკმარისი დაცვის უზრუნველყოფა.
XS
SM
MD
LG