ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰუავეი" ამერიკის მთავრობასთან სასამართლო დავას აგრძელებს


ჩინეთის სატელეკომუნიკაციო გიგანტი "ჰუავეი" ამერიკის ფედერალურ სასამართლოს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისკენ მოუწოდებს. საქმე ეხება მოთხოვნას იმის შესახებ, რომ ამერიკის ხელისუფლების მიერ სამთავრობო უწყებების, კონტრაქტორებისა და გრანტის მიმღებებისთვის "ჰუავეის" პროდუქტის აკრძალვა არაკონსტიტუციურად იყოს ცნობილი.

"ჰუავეის" ადვოკატებმა სასამართლოს სამშაბათს კიდევ ერთხელ მიმართეს იმ იმედით, რომ მარტში შეტანილ სარჩელზე გადაწვეტილება უფრო სწრაფად იქნება მიღებული.

მათი შუამდგომლობის თანახმად, "ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის" კონკრეტული ნაწილით კონგრესმა რეალურად, სასამართლოს გარეშე და "ჰუავეის" მხრიდან გადაწყვეტილების გაპროტესტება/შეცვლის უფლების გარეშე დაამტკიცა ცვლილება.

ამერიკელმა კანონმდებლობა თავდაცვის უწყების ბიუჯეტში ცვლილებები გასულ წელს იმ ვარაუდზე დაყრდნობით შეიტანეს, რომ "ჰუავეისა" და ჩინეთის მთავრობას შორის გარკვეული კავშირი არსებობს და ეს შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს ამერიკული სამთავრობო უწყებებისთვის. "ჰუავეი" კომპანიაზე ჩინეთის მთავრობის ნებისმიერი კონტროლის არსებობას უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG