ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“Human Rights Watch”-ის განცხადება


ბუშის ადმინისტრაცია კადაფის მოწინააღმდეგე ისლამისტების მიმართ წამების მეთოდებს იყენებდა

ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციის - “Human Rights Watch”-ის განცხადებით, ბუშის ადმინისტრაცია ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის მოწინააღმდეგე ისლამისტების მიმართ წამების მეთოდებს იყენებდა.

ავღანეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაპატიმრებულ 14 ლიბიელ დისიდენტს ამერიკელები წყალში დახრჩობის იმიტაციით აწამებდნენ, შემდეგ კი ისინი კადაფის რეჟიმის წარმომადგენლებს გადასცეს.

ბუშის ადმინისტრაცია წამების ამ მეთოდის გამოყენების მხოლოდ სამ შემთხვევას ადასტურებს, რომლებიც ალ-ყაიდას წევრების - ხალიდ შეიხ მოჰამედის, აბუ ზუბაიდას და აბდ ალ-რაჰიმ ალ-ნაშირის წინააღმდეგ იყო მიმართული.
XS
SM
MD
LG