ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირგიზეთის მთავრობას ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებენ


ყირგიზეთის მთავრობას ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებენ

ივნისში ყირგიზეთიდან ეთნიკური უზბეკების მასობრივი განდევნა მოხდა, რაშიც ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია ყირგიზეთის მთავრობას ადანაშაულებს.

ადამიანი უფლებათა დამცველი ორგანიზაციის განცხადებით, ყირგიზეთის მთავრობამ ხელი შეუწყო ივნისში ძლადობრივ ეთნიკურ დაპირისპირებას ყირგიზეთის სამხრეთში მცხეოვრებ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის.

ჰუმან რაითს ვოჩმა 91 ფურცლიანი ანგარიში დღეს გამოაქვეყანა რომელშიც ნათქვამია, რომ „სამთავრობო ძალები აქტიურად მონაწილეობდნენ ან ხელს უწყობდნენ“ უზბეკების წინააღმდეგ თავდასხმების მოწყობას. ანგარიში მთავრობის მონაწილეობის მასშტაბების დასადგენად გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.

შეგახსებენთ, რომ ოშისა და ჯალალაბადის რაოინებში ერთნიკური დაპირისპირების შედეგად 350 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 400 ათასს კი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვება მოუწია.

XS
SM
MD
LG