ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ობამაქეარის" პროგრამას ჩაშლა ემუქრება


"წითელი" შტატები დემოკრატების ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებაზე უარს აცხადებენ

ამერიკის შტატების დაახლოებით ნახევარი უარს აცხადებს, შეერთებული შტატების ჯანდაცვის ახალი რეფორმის კანონის მთავრი კომპონენტის ამუშავებაზე, რომელიც მოსახლეობაში „ობამაქეარის“ სახელით არის ცნობილი. ამ შტატებში - თითქმის ყველგან რესპუბლიკების მხარდამჭერები ცხოვრობენ და იქ მათი გავლენა იგრძნობა. ისინი მთავარ მოტივაციად გაუთვალისწინებელ ხარჯებს ასახელებენ და სადაზღვევო პროგრამის ამუშავებაზე უარს აცხადებენ. თუმცა, ამერიკის ხმის კორესპონდენტი ბრაიან პადენი იმის შესახებ მოგვითხრობს, რომ რეფორმაში მონაწილეობის გარეშეც კი ისეთ შტატებს, როგორიც არის სამხრეთ კაროლინა, ფედერალური სახსრებიდან მილიარდობით დოლარის დაკარგვა მაინც ემუქრება.


სამხრეთ კაროლინის შტატში მდებარე უფასო კლინიკა „ანდერსენში“ პაციენტები ექიმთან შეხვედრის მიზნით რიგს დილიდან იკავებენ. ეს დაწესებულება წელიწადში 2000-ზე მეტ პაციენტზე ზრუნავს. მათი უმრავლესობა ღარიბ ფენას წარმოადგენს. რონი გრინი, 60 წლისაა და დაბალი საპენსიო ანაზღაურება აქვს, ზოგი კი უმუშევარია, ზოგს კი დაბალი შემოსავალი გააჩნია.

რონი გრინი: ჩემი ნერვები მართლა ცუდ დღეშია. სულ მეტირება, მაკანკალებს. ვერაფერს ვაკეთებ. ნერვები არ მაქვს წესრიგში.

საყოველთაო დაზღვევის პროგრამის თანახმად, რომელიც „ობამაქეარის“ სახელით არის ცნობილი, ამ კატეგორიის ყველა პაციენტს საშუალებას აძლევს მათი სამედიცინო ხარჯი „მედიქეიდმა“ დაფაროს. ეს არის ღარიბი ფენისთვის განკუთვნილი დაზღვევა, რომელსაც ხელისუფლების ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს.

თუმცა ვინაიდან სამხრეთ კაროლინის შტატი უარს ამბობს „მედიქეიდის“ ამოქმედებაზე, ასეთი უფასო კლინიკა ბევრი ადამიანის არჩევანს წარმოადგენს.
სამედიცინო დაწესებულების დირექტორი ბარბ ბატისტა ამბობს, რომ მათ პაციენტების გასასინჯი ოთახები არ ყოფნით.

ბარბ ბატისტა: ავადმყოფთა კვლევის ოთახები მხოლოდ პრობლემის ნაწილია. ქველმოქმედების მიზნით მომუშავე პერსონალის ნაკლებობა უფასო კლინიკაში, თანხების მოზიდვა, რომელიც კლინიკის ბიუჯეტს წაადგებოდა, მართლა დიდი პრობლემაა.

მძიმე ავადმყოფს კლინიკა „ანმედის“ საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში აგზავნის. ხშირად ისინი ტაქსით და არა სასწრაფო დახმარების ტრანსპორტით გადაყავთ, რადგან ამით თანხა ეზოგებათ.

საავადმყოფოები, რომელთაც ფედერალური ბიუჯეტი აფინანსებთ, კანონის მიხედვით ვალდებულნი არიან უპოვრებს და გადახდის უუნარო პირებს მოემსახურონ.

თუმცა „ობამაქეარის“ თანახმად, ეტაპობრივად ხდება ფედერალურ სახსრებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, რაც საავადმყოფოებს კომპენსაციის საშუალებას სხვა გადასახადებისგან მისცემს. ანუ ალტერნატივას ამ შემთხვევაში „მედიქეიდის“ პროგრამაში უფრო მეტი ადამიანის მოზიდვა წარმოადგენს.

„ანმედის“ საავადმყოფოს დირექტორი, ბილ მენსონი ამბობს, რომ სამხრეთ კაროლინის შტატის გადაწყვეტილება, რომ შტატში „მედიქეიდი“ არ ამუშავდეს, იმას გამოიწვევს, რომ კანონის მიხედვით საავადმყოფოებზე ბეგარა გაიზრდება და ამით ვერავინ იხეირებს.

ბილ მენსონი: ამ პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმა, ნიშნავს საქმის გართულებას ყველა იმ შემცირებაზე, რასაც აქამდე მივაღწიეთ, რომელიც კანონში გათვალისწინებული იყო, დაზღვევის რეფორმის გაფართოების და „მედიქეიდის“ გარეშეც.

„ობამაქეარის“ პირობებში ფედერალური ბიუჯეტი 100%-ით ფარავს დამატებით სამედიცინო მომსახურების ხარჯებს და 2020 წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეამცირებს 90%-ით. თუმცა სამხრეთ კაროლინის შტატის პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი, კონსერვატორი ეშლი ლენდესი ამბობს, რომ დანახარჯი ბიუჯეტის დეფიციტზე აისახება, რაც მის არამდგრადობას გამოიწვევს.

ეშლი ლენდესი: ამის გამოსწორება არ ნიშნავს დოლარზე დამოკიდებულების ციკლის გაგრძელებას, რაც ხშირ შემთხვევაში რეალურად სახელმწიფო სესხიდან იფარება. თუმცა უმჯობესია ამ დამოკიდებულების მოსპობა და ჯანდაცვის სისტემის ძველ მდგომარეობაში დაბრუნება, რათა პაციენტებმა და მომსახურე პერსონალმა თავად მართონ სიტუაცია.

თუკი რაიმე სახის კომპრომისი არ მოიძებნა ისეთ შტატებში, როგორიც სამხრეთ კაროლინაა, დაზღვევის არმქონე ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება და საავადმყოფოები სერიოზული ფინანსური რისკი წინაშე აღმოჩნდებიან.
XS
SM
MD
LG