ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა კომუნიზმის მსხვერპლთ პატივს მიაგებს


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წელს, 7 ნოემბერი „კომუნიზმის მსხვერპლთა ეროვნულ დღედ“ გამოაცხადა. ამით მან ხაზი გაუსვა იმ ადამიანთა ბრძოლასა და მძიმე მდგომარეობას, ვინც ცხოვრობდა ან დღემდე ცხოვრობს მჩაგვრელი კომუნისტური რეჟიმების პირობებში.

ამ დღეს, 100 წლის წინ რუსეთში ბოლშევიკური რევოლუცია მოხდა. სწორედ ვლადიმირ ლენინის ლიდერობით მომხდარმა ამ რევოლუციამ ჩაუყარა საფუძველი საბჭოთა კავშირის შექმნას. მას შემდეგ მასობრივმა მკვლელობებმა, რეპრესიებმა, შიმშილმა თუ გულაგის სხვა საშინელებებმა 20-დან 30 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა „საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში“ შემავალ ქვეყნებში.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, პრეზიდენტმა ტრამპმა პატივი მიაგო ყველა კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლს და აღნიშნა, რომ კომუნიზმი არის „პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც არ შეესაბამება, თავისუფლების, კეთილდღეობისა და პიროვნების ღირსების პრინციპებს“. მისი თქმით, გასული საუკუნის განმავლობაში, კომუნისტურმა, ტოტალიტარულმა რეჟიმებმა მსოფლიოს გარშემო 100 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ან განაპირობა მათი ექპლუატაცია, ჩაგვრა, მათზე ძალადობა და მათი ენით აღუწერელი განადგურება.

„განმათავისუფლებლობის მოთხოვნით“ შენიღბული ეს მოძრაობები კი სისტემატურად ართმევდა უდანაშაულო ადამიანებს ღმერთისგან მიცემულ უფლებებს: აღმსარებლობის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებასა და არაერთ სხვა უფლებას, რომლებიც ჩვენთვის წმინდა და საკრალურია. მოქალაქეებს კი, რომლებსაც თავისუფლება სწყუროდათ, სახელმწიფო შიშითა და ძალადობის გამოყენებით მაინც იმორჩილებდა.

კომუნიზმის 100 მილიონ მსხვერპლს შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ გასული საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა კომუნისტური რეჟიმის მმართველობის პირობებში. „კომუნიზმის მსხვერპლთა ეროვნული დღე“ კი დაღუპულთა გარდა, იმ ადამიანებსაც მიაგებს პატივს, ვინც კომუნისტურ რეჟიმებს გადაურჩა ან ჯერაც ამგვარ რეჟიმში უწევს ცხოვრება.

„დღეს, ჩვენ ვიხსენებთ მათ, ვინც გარდაიცვალა და ასევე მათაც, ვინც კვლავ კომუნიტური რეჯიმის პირობებში იტანჯება. ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ შეუპოვარ ადამიანებს, რომლებიც მამაცურად იბრძოდნენ მსოფლიოში თავისუფლების გავრცელებისთვის. ჩვენი ერი კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ მტკიცედ გვსურს მივაწოდოთ თავისუფლების სინათლე ყველას, ვისაც უკეთესი და უფრო ნათელი მომავალი სურს“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ეს არის ამერიკის ხმის სარედაქციო წერილი, რომელიც აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG